13:01 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 13:51:28, 727 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - შაჰინს სიტყვა არ დაუძრავს საქართველოზე, სანამ ევროკავშირის გაფართოების კომისარმა პოზიტიური განცხადებები არ გააკეთა

როგორც კი ევროკავშირის გაფართოების კომისარმა კარგი რაღაც თქვა საქართველოზე, იმ წუთას მოჰყვა მყისიერი რეაქცია - ასე აფასებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სენატორების გზავნილებს საქართველოს შესახებ.

მისივე თქმით, თვეების განმავლობაში ჯინ შაჰინს სიტყვა არ დაუძრავს საქართველოზე და ეს მოხდა მაშინ, როდესაც ევროკავშირის გაფართოების კომისარმა პოზიტიური განცხადებები გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით.

"გუშინ, ევროკავშირის გაფართოების კომისარმა გააკეთა საქართველოსთვის პოზიტიური განცხადებები და გზავნილი და სამწუხაროდ, ამას მოჰყვა უარყოფითი რეაქცია. ეს შეფასება ქ-ნო შაჰინის მხრიდან არის პირდაპირი რეაქცია იმაზე, თუ რაც თქვა ვარჰეიმ. 

თვეების განმავლობაში ქალბატონ შაჰინს სიტყვა არ დაუძრავს საქართველოზე და ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ევროკავშირის გაფართოების კომისარმა ძალიან პოზიტიური განცხადებები გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანის მცდელობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს. მერე ის დაფინანსებაზე ილაპარაკებდა, რომლის დიდი ნაწილი, დიახ, NGO სექტორს შეეხება, არ აქვს ამას მნიშვნელობა. პირველხარისხოვანი არის ის, რომ თვეების განმავლობაში არ მოგვისმენია არც პოზიტიური და არც ნეგატიური გზავნილი მათი მხრიდან და როგორც კი ევროკავშირის გაფართოების კომისარმა კარგი რაღაც თქვა საქართველოზე, იმ წუთას მოჰყვა ამას მყისიერი რეაქცია, რაც არის ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანის მცდელობა"- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა მიმდინარებს, სადაც სენატორების მხრიდან, საქართველოზე შეფასებითი კომენტარები გაკეთდა. სხდომაზე ასევე განხილული იქნა შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics