01:59 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 12:12:50, 670 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - ივანიშვილი შეკრულია პუტინის ამოცანებთან და მარტო გვტოვებს რუსეთის უზარმაზარი საფრთხის წინაშე

საქართველო მიდის საპირისპირო მიმართულებით და გარდაუვალია ჩვენი გაუცხოვება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, თუ ეს კურსი გაგრძელდა - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

გიგა ბოკერია აშშ-ს სენატში გამართულ მოსმენას გამოეხმაურა და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების ინტერესის გამო, "პუტინის ამოცანებთან" არის შეკრული, რაც ქვეყანას საფრთხის წინაშე აყენებს. 

„იმის ნაცვლად რომ აშშ-ს სენატში, კონგრესში, ზოგადად აშშ-ში, ვაშინგტონში, ბრიუსელში ახლა ჩვენი მთავრობის ძალისხმევით განხილვის საგანი იყოს საქართველოს უსაფრთხოების სარტყელში მოხვედრა, ნატოში გაწევრიანება, აშშ-სთან თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობა ანუ ჩვენი თავისუფლების დაცვა და თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, ამის ნაცვლად ივანიშვილის რეჟიმის წყალობით დისკუსია არის იმაზე, რომ საქართველო მიდის საპირისპირო მიმართულებით და გარდაუვალია ჩვენი გაუცხოვება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ეს კურსი თუ გაგრძელდა.

ეს კაცი ივანიშვილის და მისი გარემოცვა საკუთარი ფინანსური და ძალაუფლების ინტერესის გამო შეკრულია პუტინის ამოცანებთან და გვტოვებს მარტო რუსეთის უზარმაზარი საფრთხის წინაშე ისე, როგორც ჩვენ აღმოვჩნდით 90-იანებში, როცა გენოციდი მოგვიწყო დასუსტებულმა რუსეთმა. 

რუსეთის უკრაინის მიერ დამარცხების შემდეგაც ჩვენ ვიქნებით უზარმაზარი საფრთხის წინაშე, თუ ივანიშვილის რეჟიმი შეცვალა საქართველომ. ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, როგორც საზოგადოებამ, უნდა შევცვალოთ ეს მოღალატე რეჟიმი",- ამბობს ბოკერია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა მიმდინარებს, სადაც სენატორების მხრიდან, საქართველოზე შეფასებითი კომენტარები გაკეთდა. სხდომაზე ასევე განხილული იქნა შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics