|
2022-11-16 21:19:15, 683 ნახვა
პოლიტიკა
ტალიაშვილი - დღეს ევროკავშირმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი უპრეცედენტოდ ძლიერი განცხადება გააკეთა
ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, დღეს ევროკავშირმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი უპრეცედენტოდ ძლიერი განცხადება გააკეთა. „ევროკავშირის განცხადება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის როლის ადეკვატურად და სწორად შესაფასებლად. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელობას მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის განცხადებაში ძლიერი აქცენტია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის მიერ განხორციელებულ საოკუპაციო მოქმედებებზე, სწორედ „ოკუპაციის“ სახელდებით. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, მათ შორის საქართველოს რეგიონების ოკუპაციის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებებთან მიმართებაში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“ აღწერს 2022 წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ანგარიშის თაობაზე, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, განცხადება გააკეთა ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციამ. ევროკავშირი მიესალმა ევროპის საბჭოს ანგარიშს და ხაზი გაუსვა პოლიტიკურ დღის წესრიგში საკითხის შენარჩუნების მნიშვნელობას; გამოხატა სინანული იმის გამო, რომ არ სრულდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში კონფლიქტის თაობაზე. ევროკავშირმა მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის ქმედებები საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში; ევროკავშირის განცხადებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), რომელიც ნათლად საუბრობს საქართველოს რეგიონებზე რუსეთის ეფექტურ კონტროლზე. ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო და სინანულს გამოხატავს, რომ პროგრესი არ იქნა მიღწეული დევნილების ნებაყოფლობითი და უსაფრთხო დაბრუნების კუთხით. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ერთგულებას მშვიდობის პოლიტიკისადმი. ევროკავშირის საბჭო კიდევ ერთხელ გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, - წერს ტალიაშვილი Facebook-ზე.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)