|
2022-11-16 17:25:20, 1515 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - პოლონეთში ინციდენტი, სავარაუდოდ, უკრაინის რაკეტამ გამოიწვია, მაგრამ პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება
ინციდენტი, სავარაუდოდ, უკრაინის რაკეტამ გამოიწვია, მაგრამ ეს არ არის უკრაინის ბრალი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლონეთში მომხდარი აფეთქების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით,რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გუშინ პოლონეთში მოხდა, რადგან ეს არის მიმდინარე ომისა და რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ტალღის შედეგი. "ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს არ არის უკრაინის ბრალი. რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა, რადგან ის აგრძელებს უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გუშინ პოლონეთში მოხდა, რადგან ეს არის მიმდინარე ომისა და გუშინ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ტალღის პირდაპირი შედეგი. უკრაინას "რა თქმა უნდა" აქვს უფლება ჩამოაგდოს რუსული რაკეტების ტალღა, რომელიც უკრაინის ქალაქებსა და კრიტიკულ უკრაინულ ინფრასტრუქტურას უმიზნებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას. პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)