|
2015-02-06 13:57:48, 960 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცათ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამაში ჩართული, აჭარაში მცხოვრები 10 ყოფილი პატიმრისთვის ფარმაცევტულმა კომპანიამ PSP მედიკამენტების შესაძენი ვაუჩერები გამოყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, ვაუჩერების ღირებულება 1500 ლარს შეადგენს. ბენეფიციარებს ვაუჩერები იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ გადასცა. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარების მხარდაჭერის სურვილი, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიამ PSP თავად გამოთქვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის ინფორმაციით, ვაუჩერები იმ ბენეფიციარებს გადაეცათ, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ყველაზე მეტად საჭიროებენ მედიკამენტებს და ასევე, სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. „განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტულმა კომპანიამ PSP, როგორც კი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ შესახებ მიიღო ინფორმაცია, თავად გამოთქვა დიდი სურვილი, რომ გარკვეული წვლილი შეეტანა ყოფილი პატიმრების დასახმარებლად. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი მიესალმება დიდი ბიზნეს კომპანიების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ამგვარ გამოვლენას“, - განაცხადა ჯონი კვინიკაძემ. ღონისძიება ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ორი წელია „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ ახორციელებს, რომლის მიზანია ყოფილ მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წვერების დახმარება. ბათუმის იუსტიციის სახლში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ფილიალი 2014 წლის აგვისტოში გაიხსნა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)