2022-11-15 20:45:48, 1586 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინის თავზე მტერმა 80-ზე მეტი რაკეტა გაისროლა, მოსალოდნელია კიდევ 20-მდე დარტყმა
უკრაინის თავზე მტერმა 80-ზე მეტი რაკეტა გაისროლა, მოსალოდნელია კიდევ 20-მდე დარტყმა. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მოუწოდებს მოსახლეობას, რომ თავშესაფრებში დარჩნენ.
"ამიტომ ძალიან გთხოვთ: თავს გაუფრთხილდით და ცოტა ხანი დარჩით თავშესაფრებში. ვიცი, რომ ბევრ ქალაქში შეწყდა ელექტრომომარაგება, ვმუშაობთ, ყველაფერს აღვადგენთ, გადავრჩებით". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ,რომ უკრაინის 15 რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. კრივი რიჰსა და მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელების ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები რაკეტებს ისვრიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,