2022-11-15 18:13:17, 1539 ნახვა
ომი უკრაინაში
კლიჩკო - ოკუპანტების იერიშების შედეგად ორი საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა
დედაქალაქში, პეჩერსკის რაიონში ოკუპანტების იერიშების შედეგად ორი საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა. - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
მისივე თქმით, შემთხვევის ადგილას მედიკოსები და მაშველები მუშაობენ.
"კიევის თავზე საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო. შემთხვევის ადგილას მედიკოსები და მაშველები მუშაობენ. დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ,რომ უკრაინის 15 რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. კრივი რიჰსა და მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელების ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები რაკეტებს ისვრიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,