03:39 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 17:55:19, 920 ნახვა

პოლიტიკა
„შეგვიძლია ვმართოთ უთანხმოება და ვიპოვოთ გზები მუშაობისთვის“ - ბაიდენი და სი ძინპინი G20-ზე ერთმანეთს შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ბალიში, G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ - ამის  შესახებ Bloomberg-ი წერს.

Bloomberg-ის ცნობით, ბაიდენმა სი ძინპინის უთხრა, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ მართონ არსებული უთანხმოება და თავიდან აიცილონ კონკურენცია კონფლიქტისგან.

„ჩემი აზრით, ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას ვაჩვენოთ, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ მართონ ჩვენი უთანხმოება, თავიდან აიცილონ კონკურენცია კონფლიქტისგან და იპოვონ გზები უკეთესი მუშაობისთვის“, - თქვა ბაიდენმა მოლაპარაკებების გახსნისას.

ჩინეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა,რომ მხარეებმა "სწორი მიმართულება უნდა იპოვონ" და "აამაღლონ ურთიერთობა".

„ამჟამად ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობები ისეთ მდგომარეობაშია, რომ ჩვენ ყველანი ძალიან ვზრუნავთ მათზე, რადგან ეს არის ჩვენი ორი ქვეყნისა და ხალხის ფუნდამენტური ინტერესი და ეს არის ის, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ჩვენგან მოელის“, - განაცხადა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics