07:48 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 10:14:54, 1625 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ხერსონში რუსების მიერ ჩადენილი 400-ზე მეტი ომის დანაშაული დაფიქსირდა

უკრაინელმა გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს 400-ზე მეტი რუსული სამხედრო დანაშაული რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებული ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქით, ხერსონის ოლქში რუსეთის არმიამ იგივე სისასტიკე დატოვა, როგორც უკრაინის სხვა რეგიონებში, სადაც შესვლა შეძლო.

„გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს 400-ზე მეტი რუსული სამხედრო დანაშაული. იპოვეს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების და სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმითვე, "სტაბილურობა და კანონი" 226 დასახლებაში აღდგა, რაც 100 000-ზე მეტ ადამიანს შეეხო.

„მადლობას ვუხდი ჩვენს მეთაურებს, დაზვერვას და ყველას, ვინც მონაწილეობს ჩვენი შემდეგი ნაბიჯების შემუშავებისთვის. ეს გათავისუფლების ნაბიჯებია. ხერსონის რაიონში 226 დასახლებაში წესრიგის სტაბილიზაცია და აღდგენა უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის 100 000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები ამ დროისთვის. აღვადგენთ კომუნიკაციას, ინტერნეტს, ტელევიზიას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე აღდგეს ნორმალური ტექნიკური შესაძლებლობები ელექტროენერგიისა და წყალმომარაგებისთვის. ჩვენ დავაბრუნებთ ტრანსპორტსა და ფოსტას, სასწრაფო დახმარებასა და ნორმალურ მედიცინას. რა თქმა უნდა, ხელისუფლების, პოლიციისა და ზოგიერთი კერძო კომპანიის მუშაობის აღდგენა უკვე იწყება. მადლობას ვუხდი ბიზნესს, რომელიც ერთ-ერთი პირველია, ვინც მონაწილეობს ნორმალური ცხოვრების დაბრუნებაში. არ დაგავიწყდეთ, რომ მდგომარეობა ხერსონის რეგიონში კვლავ ძალიან საშიშია. პირველ რიგში, ეს არის ნაღმები. სამწუხაროდ, ნაღმების გაწმენდისას ჩვენი ერთი გამნაღმველი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ასევე, გრძელდება ამ ტერიტორიაზე მიტოვებული რუსი ჯარისკაცებისა და დაქირავებულთა დაკავება და დივერსანტების განეიტრალება. მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ჩვენ უზრუნველვყოფთ მტრის მომარაგების ჯაჭვების, საბრძოლო მასალის საცავებისა და მტრის შტაბის განადგურებას. ოკუპანტების პოტენციალი ყოველდღე უნდა შევამციროთ - უქმე დღეების გარეშე! ეს გადაარჩენს ჩვენი ხალხის სიცოცხლეს“,- დასძინა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს უკრაინაში რუსი ოკუპანტების სარდალმა, სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ რუსული არმია ტოვებდა ხერსონს.

11 ნოემბერს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონი  უკრაინის კონტროლის ქვეშ ბრუნდებოდა, ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შედიოდნენ.

ამასთან, 12 ნოემბერს, რუსეთმა ოკუპირებული ხერსონის რეგიონის ახალ „დედაქალაქად“ გენიჩესკი დაასახელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics