13:31 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 09:29:57, 1069 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - მდიდარი არასამთავრობოს მიზნები და მოცანები ვიცით რაც არის, კლანი რომ აქვთ - რევოლუცია მოამზადონ ამ ქვეყანაში

კაპიტანი გიგაურის მიზნები და ამოცანები ვიცით რაც არის და დანარჩენი ოთხი თუ ხუთი მდიდარი არასამთავრობოსი, კლანი რომ აქვთ, რომელთა ამოცანაა რევოლუცია მოამზადონ ამ ქვეყანაში - ამის შესახებ უნრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა, ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებლის და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ლის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია კორუმპირებულია.

როგორც ზარქუამ აღნიშნა,  გაოცებულია, თურმე როგორ მოქმედებდა ევროკავშირის ელჩი კუბილიუსების და ფოტიგების დაკვეთით და ელოდება ევროკავშირის ახალი ელჩის განცხადებას და რეაქციას.

მისივე თქმით, არ გაკვირვებია დევიდ ლის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ისინი პირდაპირ არიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და აქტივისტები.

„რაც შეეხება არასამთავრობოებს, ეს არახალია, კაპიტანი გიგაურის მიზნები და ამოცანები  ვიცით რაც არის და დანარჩენი ოთხი თუ ხუთი მდიდარი არასამთავრობოსი, კლანი რომ აქვთ, რომელთა ამოცანაა რევოლუცია მოამზადონ ამ ქვეყანაში.  ისინი პირდაპირ არიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და აქტივისტები. ასე რომ არ გამკვირვებია. უბრალოდ გაოცებული და შოკირებული ვარ, როგორ მოქმედებდა ევროკავშირის ელჩი მათ შორის კუბილიუსების და ფოტიგების დაკვეთით თურმე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის მიუღებელი და ამასთან დაკავშირებით ველოდები ევროკავშირის ახალი ელჩის განცხადებას და რეაქციას“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics