03:38 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-12 14:45:28, 1550 ნახვა

პოლიტიკა
გია ბარამიძე - შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც 22 ნოემბრამდე თავმჯდომარის არჩევნების წესს ჩამოყალიბებს

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და 22 ნოემბრამდე თავმჯდომარის არჩევნების წესი უნდა ჩამოყალიბდეს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გია ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯგუფში შედიან როგორც ნეიტრალურად განწყობილი პირები, ასევე, გარკვეული პოზიციის მქონე წევრებიც.

„ნაციონალურ მოძრაობაში დაისვა საკითხი პარტიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით. გუშინ ეს პროცესი ფორმალურად დაიწყო იმით, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა მომაზადოს ის წესი, რომლის მიხედვითაც უნდა იქნეს არჩეული ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.

ბუნებრივია, ამ ჯგუფს ექნება საკმაოდ რთული და არაუბრალო სამუშაო, იმისათვის, რომ შეიქმნას ისეთი წესი, რომელიც მრავალ საკიხს და კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, მათ შორის, ის კრიტერიუმი, რომ არჩვენები და იყოს ხმის მიცემის პროცედურა იყოს სამართლიანი, გამჭირვალე და ყველასათვის გასაგები, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს არა ვიღაცა სხვამ, მითუმეტეს ამ „ქოცური“ რეჟიმის წარმომადგენლებმა ან ვიღაცა სხვამ არდაინტერესებული პარტიის წარმომადგენლებმა, არამედ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამწერებმა.

გარდა ამისა, არსებობს ძალიან დიდი სურვილი, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს ასევე, ჩვენმა ემიგრაციამაც. ეს ყველაფერი კი ისე უნდა მოხდეს, რომ არავის არ შეეპაროს ეჭვი პროცესის სამართლიანობაში, გამჭირვალეობასა და რაც მთავარია უნდა იყოს ყველასათვის გასაგები.

შედეგი რაც დადგება, ბუნებრივია უნდა იყოს ობიექტური, რისთვისაც ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომლის ერთად მუშაობის შედეგად 22-მდე ჩამოყალიბდეს წესი, რომელზეც დიდი ალბათობით შემდეგ პოლიტიკური საბჭო იმსჯელებს და დააამტკიცებს. შემდეგ კი დაიწყება კამპანია, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დაასახელებენ საკუთარ კანდიდატურებს“,- განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით, თავმჯდომარის პოსტზე 3 კანდიდატი იყრის კენჭს: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, გიორგი მუმლაძე და გიორგი ჩალაძე. ამასთან, არ არის გამორიცხული, მათს რიგებს ლევან ხაბეიშვილიც შეემატოს.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics