09:16 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 22:21:52, 1865 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ხერსონელები ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლოებს აშორებენ

ხერსონელები უკვე აშორებენ ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლოებს და ოკუპანტების ხერსონში ყოფნის ნებისმიერ კვალს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მადლობას იმსახურებს აბსოლუტურად ყველა - რიგითებიდან გენერლებით დამთავრებული, შეიარაღებული ძალები, დაზვერვა, ეროვნული გვარდია - ყველა, ვინც დღევანდელი დღე დააახლოვა ხერსონის ოლქის გათავისუფლებას.

"დღეს ისტორიული დღეა. ხერსონს ვიბრუნებთ. ამ დროისთვის ჩვენი დამცველები ქალაქის მისადგომებთან არიან. მაგრამ სპეცრაზმი უკვე ქალაქშია. ხერსონელები ელოდნენ. ისინი არასოდეს თმობდნენ უკრაინას. უკრაინის იმედი ყოველთვის მართლდება - და უკრაინა ყოველთვის იბრუნებს საკუთარს. და მაშინაც კი, როცა ქალაქი ჯერ კიდევ არ არის მთლიანად გაწმენდილი მტრისგან, თავად ხერსონელები უკვე აშორებენ ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლოებს და ოკუპანტების ხერსონში ყოფნის ნებისმიერ კვალს. ასე იყო ჩვენი დამცველების მიერ გათავისუფლებულ ყველა სხვა ქალაქში. ასე იქნება იმ ქალაქებში, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან ჩვენს დაბრუნებას.
უკრაინა მივა თავის ყველა ხალხთან და მე მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცს და თავდაცვის ძალების თითოეულ ქვედანაყოფს, ვინც ახლა შესაძლებელს ხდის ამ შეტევით ოპერაციას სამხრეთში.
აბსოლუტურად ყველას - რიგითებიდან გენერლებით დამთავრებული. შეიარაღებული ძალები, დაზვერვა, ეროვნული გვარდია - ყველა, ვინც დღევანდელი დღე დააახლოვა ხერსონის ოლქის გათავისუფლებას". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, კადრები შუმენსკის რაიონიდან გავრცელდა, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს მიმართავს და ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics