09:15 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 13:11:29, 1421 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ და ესპანეთი უკრაინას ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რაკეტებს გადასცემს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ესპანეთმა განაცხადეს, რომ უკრაინას ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რაკეტებს გაუგზავნიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას Avenger-ის საზენიტო იარაღს გადასცემს - ეს არის მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლებიც Stinger რაკეტებს ისვრის.

რამდენი ასეთი ინსტალაცია გადაიცემა უკრაინას, ჯერ ცნობილი არ არის.

გარდა ამისა, სალივანის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინას გაუგზავნის რაკეტებს Hawk-ის ინსტალაციისთვის.

ესპანეთმა დადო პირობა, რომ ისიც გადასცემს ორ ასეთ ინსტალაციას უკრაინას. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა უკრაინელ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებიც ესპანეთში წვრთნებს გადიან.

Hawk არის საშუალო დისტანციის საზენიტო სისტემა - მისი რაკეტები ხვდება სამიზნეებს 50 კმ-მდე დაშორებით და 20 კმ-მდე სიმაღლეზე.

გარდა საზენიტო დანადგარებისა, რობლის თქმით, ესპანეთი უკრაინას გადასცემს ჰაუბიცების ბატარეას და დენის გენერატორებს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკი განმარტა, რომ აშშ-ს ახალი დახმარების პაკეტის მოცულობა, ფულადი თვალსაზრისით, 400 მილიონი დოლარი იქნება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics