|
2022-11-11 12:28:28, 1900 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა
აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის - ,,დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით’’ ფარგლებში, წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიება სააგენტოს ორგანიზებით, ქობულეთის პროფესიულ კოლეჯ ,,ახალი ტალღა"-ში გაიმართა. არსებული პროფესიების ინფო ტურის ფარგლებში, კურსდამთავრებულებმა მოწვეული სტუმრებისთვის მოახდინეს პროფესიული უნარების დემონსტრირება, ასევე სხვადასხვა სიმულაციურ, პრაქტიკულ აქტივობაში მათი ჩართვა. ღონისძიების დასასრულს, პროგრამით მოსარგებლეებს გადაეცათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი და ასევე, წარმატებულ კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით. პროგრამა ითვალისწინებს პროფესიული უნარების შეძენის მსურველ სამუშაოს მაძიებელთა მომზადებას შემდეგ პროფესიებში: სასტუმრო მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, ბართენდერი, შედუღება, ელექტროობა, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, შენობა ნაგებობების ტექნიკოსი-ჰაუსმასტერი. სწავლება განხორციელდა პროგრამაში ჩართული ტურიზმისა და სამშენებლო სფეროში ოპერირებად კომპანიებთან ერთად, პროგრამისათვის შემუშავებული მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)