2022-11-11 10:17:47, 1447 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსეთის ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მიკოლაევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი ავრცელებს.
მისი თქმით, რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგაცად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი - დაშავდა.
"ჩვენი შეიარაღებული ძალების საპასუხოდ, სარაკეტო იერიში განხორციელდა საცხოვრებელ ხუთსართულიან კორპუსზე, არის 2 დაღუპული და 2 დაჭრილი",- წერს კიმმი.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა გვიან ღამით სარაკეტო იერიში ვინიცაზეც მიიტანეს. ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,