13:47 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 15:16:58, 1017 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ევროპარლამენტარებზე - აქვთ სურვილი, რომ პატრიოტი ხელისუფლება, არ იყოს ქვეყნის სათავეში

არანაირი ფასი არ აქვს - გარკვეული ადამიანების დაჯგუფება, ვინც თითქოს ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან, რეალურად კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები არიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების კონკრეტულ ჯგუფს აქვთ სურვილი, რომ ისეთი ხელისუფლება, რომელიც არის ქვეყნის პატრიოტი, ქვეყნის სათავეში არ იყოს. 

"ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ცხადია გარკვეული ადამიანების დაჯგუფება, ვინც თითქოს საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან, სინამდვილეში და რეალურად ისინი არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები და რა თქმა უნდა, მათ აქვთ სურვილი, რომ ისეთი ხელისუფლება, რომელიც არის ქვეყნის პატრიოტი, ისეთი ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, ზრუნავს ქვეყნის განვითარებაზე, ზრუნავს იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ცხადია, მათ არ სურთ ასეთი ხელისუფლება იყოს ქვეყნის სათავეში", - განაცხადა კალაძემ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics