10:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 10:36:50, 1854 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, მაგრამ რუსული ჯარების უკან დახევა მახე არ არის

რუსული ჯარების უკან დახევა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული ოპერაციების შედეგი იყო და არა დამპყრობლების მახე. ამის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

ანალიტიკოსების აზრით, აგვისტოდან მოყოლებული ხერსონის მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევა - კოორდინირებული ჩაჭრის კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავდა რუსული ჯარების უკან დახევას დნეპრის გასწვრივ უკრაინის მხრიდან ძირითადი სახმელეთო შეტევების საჭიროების გარეშე, რაც სავარაუდოდ, წარმატებული იყო

მათივე თქმით, უკრაინის ჯარები გამუდმებით უტევდნენ ხიდებს მდინარე დნეპრის გასწვრივ, მიწოდების პუნქტებსა და საბრძოლო მასალის საცავებს დნეპრის ნაპირებზე, რამაც შეამცირა რუსული ჯარების შესაძლებლობა გადაეყვანათ ჯგუფი მარჯვენა სანაპიროზე.

ISW აღნიშნავს, რომ რუსულმა მედიამ რუსული ჯარების გაყვანის ბრძანება აღწერა, როგორც მიზანმიმართული დარტყმების ბუნებრივი შედეგი, რაც რუსულ ჯგუფს დასავლეთ სანაპიროზე მთავარი მომარაგების არტერიების ფასად დაუჯდა, რამაც თანდათან შეამცირა მისი საერთო ძალა და შესაძლებლობები.

”რუსული ჯარების გაყვანა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს ხაფანგი, რომელიც შექმნილია უკრაინული ჯარების მოსატყუებლად ძვირადღირებულ ბრძოლაში ხერსონის მახლობლად, როგორც ამას ზოგიერთი უკრაინული და დასავლური წყარო ვარაუდობს.

რუსეთის სარდლობა, რა თქმა უნდა, შეეცდება შეანელოს უკრაინელი ჯარების წინსვლა, რათა უზრუნველყოს ჯარების მოწესრიგებულად, შესაძლოა, მათ დატოვონ გარკვეული ძალები, რათა შეაფერხონ უკრაინელების წინსვლა ხერსონში",- აცხადებენ ექსპერტები.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რუსული დაჯგუფებების მნიშვნელოვანი ნაწილი ხერსონში რჩება და ნაადრევია იმის თქმა, რომ დამპყრობლებმა ქალაქი დატოვეს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან სავარაუდო უკან დახევის შესახებ განცხადება არ არის „კეთილგანწყობის ჟესტი“ ან „საჩუქარი“ რუსეთისგან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics