|
2022-11-10 09:37:52, 1611 ნახვა
ომი უკრაინაში
NBC - დასავლელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ უკრაინა და რუსეთი ომში დასახულ მიზანს ვერ მიაღწევენ
ზოგიერთი ამერიკელი და დასავლელი ოფიციალური პირი სულ უფრო მეტად თვლის, რომ ვერც უკრაინა და ვერც რუსეთი ვერ მიაღწევენ თავიანთ დასახულ მიზნებს ომში, ამიტომაც ისინი ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების დაწყების მომენტად ხედავენ ზამთარს, როდესაც ომის ტემპი ნელდება.
როგორც NBC News ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, დასავლეთის თავდაცვის დეპარტამენტების წარმომადგენლები ეჭვქვეშ აყენებენ უკრაინის შესაძლებლობას, სრულად განდევნონ რუსი ოკუპანტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მათ მიაჩნიათ, რომ ზამთარში ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია შეიძლება ნიშნავდეს, რომ არცერთი მხარე არ მიაღწევს თავის მიზანს. "ზამთარში საქმეები ნელდება. არსებობს მოლაპარაკებების პოტენციალი, ჩვენ გვინდა, რომ ისინი შედგეს", - თქვა NBC News-ის ერთ-ერთმა წყარომ. გამოცემამ ასევე დასძინა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველის ჯეიკ სალივანის დაუგეგმავი ვიზიტი უკრაინაში, სადაც ამერიკელი ოფიციალური პირი შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის ოფიციალურ პირებს. აშშ-ს წყაროებმა აღნიშნეს, რომ სალივანმა დასვა საკითხი, თუ როგორ დასრულდება ომი და შეიძლება თუ არა ასეთი დასასრული მოიცავდეს დიპლომატიურ გადაწყვეტას. გარდა ამისა, უკრაინულმა წყარომ დასძინა, რომ ბაიდენის მრჩეველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ კიევი ღიად გამოთქვამდა მოლაპარაკებებისადმი ერთგულებას, მისი ბერკეტები გაძლიერდებოდა. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა. 30 სექტმებერს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. ამის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს.
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)