|
2022-11-09 14:38:11, 1017 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს, მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი
რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს, მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში "მთელი რიგი არასწორი საკითხები" იწერება. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანალოგიური რეზოლუციის მიღება ხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება მთელი რიგი არასწორი საკითხების ჩაწერა რეზოლუციაში და, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. არანაირი ფასი არ აქვს თავის შინაარსიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ხალხისთვის - ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და ამ საქმეების კეთება ბიძინა ივანიშვილს არ დაუწყია გუშინ და გუშინწინ. შესაბამისად, იმას, რაც არის მოცემული რეზოლუციაში, მე ნამდვილად არ ვეთანხმები ამ ყველაფერს. რაც შეეხება ევროპულ გზას - ჩვენ ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს თუნდაც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, იგივე, თუნდაც, ის 12-პუნქტიანი დათქმა რაც იყო წარმოდგენილი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება შესრულებული და გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“,- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო. როგორც დოკუმენტში წერია, ევროპარლამენტი რეკომენდაციას იძლევა, რომ აღმოიფხვრას ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)