20:53 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 10:38:23, 1620 ნახვა

სამართალი
შსს - პოლიციელებზე თავდასხმის, იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ქ. თბილისში დააკავეს.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ახმეტაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ეზოსა და ეზოში არსებულ სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი, ცეცხლსასროლი პისტოლეტის მჭიდი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 7 ვაზნა, გამომშრალი "მარიხუანა" და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.

პოლიციამ მიმალვაში მყოფი ი.ქ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა. ბრალდებულმა დაკავებისას დანის გამოყენებით სცადა პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმა, რაც სამართალდამცველებმა აღკვეთეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვა-მოყვანის, მცენარე კანაფის უკანონო შენახვის, ასევე, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 265-ე, 273-ე პრიმა და 353-ე პრიმა მუხლების 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics