07:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 19:39:19, 1055 ნახვა

პოლიტიკა
IRI - მოსახლეობის 52% ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს

გამოკითხული მოსახლეობის 52% ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სრულად ან ნაწილობრივ მხარს უჭერს. - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია გაცხადებული.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42% სრულად ან ნაწილობრივ ეწინააღმდეგება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ხოლო 6%-ს კითხვაზე პასუხის არ აქვს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics