|
2022-11-07 12:24:01, 1273 ნახვა
მსოფლიო
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ ცეცხლი გახსნეს - აღნიშნულის შესახებ თავდაცვის სამინისტროების მიერ გავრცელებულ განცხადებებშია საუბარი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 6 ნოემბერს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარისა და მოლაბაირამლის რაიონების საზღვართან 19:35-დან 21:50-მდე აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან გაუხსნეს. ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციით, ცეცხლი აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გახსნეს. ცნობისთვის, გასულ კვირაში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის სოჭში შეხვედრა გაიმართა, სადაც ლიდერებმა ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის გადაჭრაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან ურთიერთობის აღსადგენად რუსეთის წინადადება მიიღოს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს რუსეთის გარდა, ალტერნატიულ ფორმატში, ევროკავშირიც შუამავლობდა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ზრდა სექტემბერში დაიწყო, როცა საზღვარზე მასშტაბური შეტაკებები მოხდა. სომხეთის ინფორმაციით, შეტაკებების დროს მათ 200-მდე სამხედრო დაკარგეს, ხოლო ბაქოს განცხადებით, მათი მხარიდან შეტაკებებს, 80 ჯარისკაცი ემსხვერპლა. 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია.
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)