|
2022-11-07 10:26:33, 1774 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკმა BlueOrchard-ისგან 15 მილიონი ევრო მოიზიდა
ბაზისბანკმა და BlueOrchard Finance-ის ფონდმა, BlueOrchard Microfinance Fund-მა, ხელი მოაწერეს 15 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ბაზისბანკი და BlueOrchard-თან 2017 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს და, დღემდე, BlueOrchard-მა 40 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ბაზისბანკის მხარდასაჭერად მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით. ბაზისბანკის, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლისა და BlueOrchard Microfinance Fund-ის ახალი თანამშრომლობის შედეგად, ბანკი კიდევ უფრო ეფექტურად განაგრძობს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. BlueOrchard-ის შესახებ BlueOrchard 2001 წელს გაეროს ინიციატივით დაარსდა, როგორც მსოფლიოში პირველი მიკროსაფინანსო ინვესტიციების კომერციული მენეჯერი, რომელმაც, დღემდე, 100-ზე მეტ ქვეყანაში 9,8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. BlueOrchard-ის მიკროსაფინანსო ფონდი არის პირველი და დღესდღეისობით ყველაზე დიდი კერძო და სრულად კომერციული მიკროსაფინანსო საინვესტიციო ფონდი მსოფლიოში. BOMF-ის მიერ დაფინანსებული მიკროსაფინანსო ინსტიტუტები აერთიანებს 28 მილიონზე მეტ მიკრო მეწარმეს 50-ზე მეტ ქვეყანაში, რომლებიც უზრუნველყოფენ სასესხო კაპიტალს, დანაზოგებს, დაზღვევას და მათთან დაკავშირებულ პროდუქტებს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის 2022 წლის სექტემბრისთვის. ბაზისბანკის შესახებ ბაზისბანკის ჰოლდინგი, ბაზარზე 29 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, სოლიდური უნივერსალური საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას უწევს როგორც საცალო, ასევე მსხვილ და საშუალო ბიზნესს, ჯგუფი მოიცავს სადაზღვევო და სალიზინგო მიმართულებებს. 2022 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები 3 მილიარდ ლარამდე შეადგენს.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)