|
2022-11-06 15:35:32, 1177 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე - აქვთ კონკრეტული ვიწროპარტიული ინტერესი, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანას 12 პუნქტის შესრულებაში
რადიკალურ ოპოზიციას „ნაცმოძრაობის“ მეთაურობით აქვს კონკრეტული ვიწროპარტიული ინტერესი, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანას 12 პუნქტის შესრულებაში, გაეთიშონ პროცესს და ყველანაირად ეცადონ დესტრუქიული საშუალებებით, რაც შეიძლება მეტად შეულახონ რეპუტაცია ამ მუშაობას. ხელისუფლებას წარმოდგენილი აქვს კონკრეტული გეგმა თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით და გარდა იმისა, რაც უკვე შესრულებულია, მომავალშიც ეს ტენდენცია და პროცესი უწყვეტად გაგრძელდება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, ოპოზიცია საკითხს ასე უყურებს - თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციის, ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ ამ მიმართულებით, ეს კიდევ უფრო მეტად გააშიშვლებს მათი არგუმენტაციის მცდარობას. „თუ გავაანალიზებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თავიდანვე მიიღო ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ნაცმოძრაობის მეთაურობით, რომ გათიშვოდა პროცესს, რომელიც გულისხმობდა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, ეს კარგად წარმოაჩენს, რომ რეალურად ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ასეთი დამოკიდებულება, რომ ქვეყანას წინსვლაში და განვითარებაში ხელი შეუშალოს, როდესაც შეიძლება სხვა პოლიტიკური გუნდი იყოს ამ შემთხვევაში ამ წარმატების შემოქმედი, გარდა ნაციონალური მოძრაობისა. აქვთ კონკრეტული ვიწრო პარტიული ინტერესი, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანას 12 პუნქტის შესრულებაში - გაეთიშონ პროცესს, არ შეიტანონ საკუთარი კონტრიბუცია დე მეორე - ყველანაირად ეცადონ დესტრუქციული საშუალებებით, რაც შეიძლება მეტად შეულახონ რეპუტაცია ამ მუშაობას. ეს შეუმჩნეველი არ დარჩება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მათ ძალიან კარგად შეუძლიათ დაინახონ, რომ პირველივე დღიდენ, როდესაც დესტრუქციული გზა აირჩია მაგალითად ნაციონალურმა მოძრაობამ, ან კიდევ რამდენიმე პარტიამ, არ შემოვიდა სამუშაო ფორმატებში, ერთობლივ მუშაობაში არ ჩაერთო, ეს იყო ერთადერთი რაღაცით ნაკარნახევი, რომ რაც შეიძლება მეტად ხელი შეეშალათ ამ პროცესისთვის. ისინი ასე უყურებენ საკითხს, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციის, ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ ამ მიმართულებით, ეს კიდევ უფრო მეტად გააშიშვლებს მათი არგუმენტაციის მცდარობას. ისინი საზოგადოებს 10 წელია ატყუებენ, თითქოს „ქართული ოცნება“ ვინმეზე ნაკლებად პროევროპულია და ცდილობენ რაც შეიძლება მეტად შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)