|
2022-11-06 13:27:01, 1579 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ირანი ცრუობს, რომ რუსეთს მცირე რაოდენობის საფრენი აპარატები გადასცა, ყოველდღიურად 10 დრონს ვანადგურებთ
ირანი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს მცირე რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, ჩვენ ყოველდღიურად 10 ირანულ "შაჰიდ-136"-ს ვანადგურებთ, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირანის აღიარებას, რომ რუსეთს დრონები შეზღუდული რაოდენობით ომის დაწყებამდე მიაწოდა. ზელენსკის განცხადებით, სიცრუესთან ერთად, თეირანი ირანელი ინსტრუქტორების მიერ რუსების მომზადების საკითხზე დუმს. „იყო შეტყობინებები ირანიდან, ოფიციალური წარმომადგენლებისგან. მათ გადაწყვიტეს ეღიარებინათ, რომ აწვდიდნენ თვითმფრინავებს რუსული ტერორისთვის, მაგრამ ამ აღიარებაშიც იცრუეს. ჩვენ ყოველდღიურად ვაგდებთ სულ მცირე 10 ირანულ თვითმფრინავს და ირანის რეჟიმი აცხადებს, თითქოს ცოტა რაოდენობა გასცა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე. მხოლოდ გუშინ განადგურდა 11 "შაჰიდი". ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ირანელი ინსტრუქტორები რუსებს უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას ასწავლიდნენ და თეირანი დუმს ამაზე. თუ ირანი განაგრძობს ტყუილს, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ჩადებს რუსეთისა და ირანის რეჟიმებს შორის ტერორისტული თანამშრომლობის გამოსაძიებლად", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტერორისტი და მისი თანამზრახველი დაუსჯელი არ დარჩება. ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ, 5 ნოემბერს პირველად აღიარა, რომ ქვეყანამ რუსეთს დრონები მიაწოდა. ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის მტკიცებით, ტრანსფერი ომის დაწყებამდე განხორციელდა. მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ ირანი უკრაინაში მეომარ მხარეებს იარაღს არ უგზავნიდა და ომის დასრულება სურდა.
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)