|
2022-11-05 14:05:08, 1097 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე - მათი მიზანია საქართველოს წინსვლას ხელი შეუშალონ
ირაკლი ქადაგიშვილი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: ამ სამეულის მიზანი, შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ. ერთი, ხელი შეუშალონ საქართველოს წინსვლას და მეორე, რადიკალური ოპოზიციის შიგნით ატეხილი ორომტრიალი ოლიგარქიული დაფინანსებისთვის ,,ფაქტობრივად, მე-6 თვე სრულდება, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ვმუშაობთ და გარკვეული ზღვარი იქნა აღებული, რომ ამ საშემოდგომო სესიის ბოლოს, ანუ დეკემბრისათვის, ყველა ძირითადი კანონპროექტი უკვე მიღებული უნდა ყოფილიყო,’’ - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ამ რეკომენდაციის შესრულებისთვის პარლამენტი ნაყოფიერად მუშაობს, ხოლო ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არაფერი გაუკეთებია, გარდა საქართველოს დაზიანების მცდელობისა. ,,ვინც ამ პროცესს აკვირდება, ხედავს, რომ პარლამენტი საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს და ყველა გრაფიკი და შინაარსობრივი მხარეც იქნება შესრულებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციით იყო დაკავებული და მათი მთავარი მიზანი იყო, რომ რამენაირად, ამ ხელისუფლების პირობებში, მათ შორის. ამ 12 რეკომენდაციის შესრულება, არ მომხდარიყო. კონკრეტულად, ამ სამეულის მიზანიც, შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ, ერთი ტაქტიკური მიზანი გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალონ საქართველოს წინსვლას, ამ მიმართულებით, სხვა არანაირი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არ აქვთ. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ერთი დღე არ უმუშავიათ პარლამენტში და ერთი სიტყვა არ შეუწევიათ რომელიმე კანონის შემუშავებაში. თავიდანვე ბოიკოტში გავიდნენ ამ პროცესებისგან და თვიდანვე, სადაც ხელი მიუწვდებოდათ, აზიანებდნენ ამ პროცესს. მეორე არის, უკვე შიდა ოპოზიციური, რადიკალური ოპოზიციის შიგნით ატეხილი ორომტრიალი, რაც ეხება იმას, რომ მათ ფაქტობრივად, დაკარგული აქვთ კავშირი ამომრჩეველთან, მათი პოლიტიკური მიზნები არანაირ შესაბამისობაში არ მოდის არც ეროვნულ ინტერესებთან და არც ჩვეულებრივი მოქალაქის ინტერესებთან და ძირითადად დაკავებული არიან, თუ დაშლის პროცესში მყოფი დასუსტებული ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობას ვინ შეითავსებს და განსაკუთრებით, ოლიგარქიული დაფინანსების წყაროები, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა და მისი პროპაგანდისტული მანქანა იკვებებოდა, ვის შეხვდება და ვის დააფინანსებს კეზერაშვილი თუ ა.შ. გამომდინარე აქედან, არის ატეხილი ეს ძალიან მძიმე და დაუნდობელი ბრძოლა ოპოზიციის ბანაკში და თავი რომ უკეთესად წარმოაჩინონ და უფრო დიდი პატრიოტებად და ,,დიდი ევროპელებად’’, ამიტომ მაქსიმალურად აკეთებენ ყველაფერს, რომ ყველა კარზე დააბეზღონ საქართველო, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და მათი აზრი ასეთია, რომ ამის შემდეგ იქნებ ხალხში უკმაყოფილება აგორდეს და რამენაირად ხელისუფლების სათავეში მოექცნენ,’’ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)