|
2022-11-05 10:41:47, 1101 ნახვა
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საერთაშორისო ორგანიზაციის „სოფლის მეურნეობაში ახალი საზღვრების დადგენა“ (CNFA) პრეზიდენტს შეხვდა
ოთარ შამუგიამ CNFA-ის პრეზიდენტს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ პროგრამებზე ისაუბრა. მინისტრმა CNFA-ის ახალ პროგრამაზე „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძლიერი სოფლის პროგრამა“ გაამახვილა ყურადღება, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროგრამა საქართველოს რეგიონებში გაზრდის სოციალურ-ეკონომიკურ აქტივობებს, მხარს დაუჭერს რეგიონულ და ეროვნულ ბაზრებზე კავშირების დამყარებას, უზრუნველყოფს გენდერულ თანასწორობას, ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას. ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე ხარისხიანი ხორბლის წარმოების და ქართული ღვინის ამერიკულ ბაზარზე პოპულარიზაციის პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. სილვან როიმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ CNFA მხარს დაუჭერს საქართველოს ღვინის ამერიკის ბაზარზე დივერსიფიკაციის კუთხით. ასევე, კვლავ გაგრძელდება წარმოებაში საერთაშორისო სერტიფიცირების მიმართულებით მხარდაჭერა, ხელი შეეწყობა ქვეყანაში წარმოების შესაძლებლობების ზრდას, ეფექტიანობას და საერთაშორისო სტანდარტების ხარისხს. USAID-ის მხარდაჭერა შესაძლებლობას მისცემს მწარმოებლებსა და გადამმუშავებლებს თანამედროვე წარმოების, გადამუშავების, დასაწყობების და სადისტრიბუციო ტექნიკის საშუალებით, გაზარდონ დამატებითი ღირებულება და დაამყარონ ადგილობრივი და საერთაშორისო საბაზრო კავშირები. შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის და მსოფლიო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაესვა ხაზი. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ნამიჩეიშვილი, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ტექნიკური დახმარების ხელმძღვანელი დავით შერვაშიძე და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)