10:53 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-05 10:39:24, 1969 ნახვა

ომი უკრაინაში
ბლინკენი - ბირთვული იარაღის გამოყენება პუტინისა და რუსეთისთვის კატასტროფული იქნება

ბირთვული იარაღის  გამოყენება პუტინისა და რუსეთისთვის კატასტროფული იქნება. - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ ექსპერტებმა პუტინის ცრუ მტკიცება თითქოს და უკრაინა სამ ადგილზე ე.წ. ბინძურ ბომბს აწარმოებდა უარყვეს.

"დიდ შვიდეულთან ერთად მსოფლიოს ქვეყნები გასაგებს ხდიან პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება კატასტროფული იქნება მისთვის და რუსეთისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics