14:30 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 18:07:34, 1403 ნახვა

პოლიტიკა
ბურჯანაძე გვარამიას საქმეზე - ეს არის არაკონსტიტუციური, დაუშვებელი, შეუსაბამო სხვადასხვა ძირითად უფლებებთან, გამოსავალი შეწყალებაა

ეს არის არაკონსტიტუციური, ეს არის დაუშვებელი, ეს არის შეუსაბამო სხვადასხვა ძირითად უფლებებთან, გამოსავალი შეწყალებაა. - ამის შესახებ სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი ბურჯანაძემ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით,ეს არის  სამოქალაქო სამართლებრივი საკითხი და სისხლის სამართალში არაფერი არ ესაქმება.

"ეს არის წმინდა სამოქალაქო სამართლებრივი საკითხი და სისხლის სამართალში არაფერი არ ესაქმება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სრულიად აუხსნელი იყო ამ დანაშაულში გამტყუნება და ჯარიმის შეფარდება, ბუნებრივია გამტყუნება და თავისუფლების აღკვეთის შეფარდება ჩვენთვის ორმაგად გაუგებარია, განაჩენი უკვე გამოთხოვილი გვაქვს, როგორც კი ჩაგვბარდება ბუნებრივია გავეცნობით მას და ვნახავთ, რა არგუმენტაცია არის წარმოდგენილი ჩვენთვის, უბრალოდ იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში იქნა წარმოდგენილი, საქმის მასალებში იყო, სრულიად აუხსნელია ამისთვის, თუ როგორ შეიძლება დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობა, არათუ თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 6 თვის ვადით. ასე რომ, ჩვენ ისევ და ისევ ვრჩებით იმ აზრზე, რომ ეს არის არაკონსტიტუციური, ეს არის დაუშვებელი, ეს არის შეუსაბამო სხვადასხვა ძირითად უფლებებთან და ბუნებრივია, გამოსავლად და ერთ-ერთ გამოსავლად მიგვაჩნია ის, რომ მოხდეს პრეზიდენტის მიერ საგამონაკლისოდ უფლებამოსილების გამოყენება". - ნათქვამია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics