17:12 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 15:01:43, 1469 ნახვა

მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბ-ნო ბაიდენ, შეწყვიტეთ თვალთმაქცური საქციელი

შეწყვიტეთ თვალთმაქცური საქციელი,- ასე გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელმაც პირობა დადო, რომ "ირანს მალე გაათავისუფლებენ". 

მისი თქმით, თეთრი სახლი სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ძალადობასა და ტერორს ირანში.

„თეთრი სახლი სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ძალადობასა და ტერორს ირანში ბოლო არეულობის დროს, იმავდროულად ის ცდილობს მიაღწიოს ბირთვულ შეთანხმებას... ბატონო ბაიდენ, შეწყვიტეთ თვალთმაქცური საქციელი“,- განაცხადა ამირაბდოლაჰიანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პირობა დადო, რომ ირანს გაათავისუფლებს. 

ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები თვეზე მეტია გრძელდება. პოლიციელების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს სულ მცირე  201 ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვი ემსხვერპლა.

საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა,  გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში.

პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. 

თეთრი სახლის სპიკერის თქმით, „მაჰსა ამინისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული იქნა იმის გამო, რომ ის ატარებდა "არაშესაფერისს" ჰიჯაბს, რაც არის ადამიანის უფლებების შემზარავი და საშინელი შეურაცხყოფა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics