|
2022-11-04 12:40:04, 1430 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენმა პირობა დადო, რომ ირანს გაათავისუფლებს
მთავრობის წინააღმდეგ მომუშავე დემონსტრანტები მალე თავისუფალი იქნებიან, - აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პირობა დადო, რომ ირანს გაათავისუფლებს. ბაიდენს არ დაუკონკრეტებია რა დამატებითი ზომების მიღებას გეგმავს ირანის რეჟიმის წინააღმდეგ. "ნუ ინერვიულებენ, ჩვენ გავათავისუფლებთ ირანს. ისინი მალე განთავისუფლდებიან", - თქვა ბაიდენმა საარჩევნო კამპანიის დროს სიტყვით გამოსვლისას, სადაც ათობით დემონსტრანტი ირანის მხარდამჭერი ბანერებით შეიკრიბა. ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები თვეზე მეტია გრძელდება. პოლიციელების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს სულ მცირე 201 ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვი ემსხვერპლა. საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა, გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში. პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, „მაჰსა ამინისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული იქნა იმის გამო, რომ ის ატარებდა "არაშესაფერისს" ჰიჯაბს, რაც არის ადამიანის უფლებების შემზარავი და საშინელი შეურაცხყოფა“.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)