|
2022-11-04 11:02:06, 984 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ავსტრიელ კოლეგასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
აღნიშნული დოკუმენტი უზრუნველყოფს იუსტიციის მიმართულებით საქართველო-ავსტრიის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში. ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება მოიცავს გამოცდილების გაზიარებას მობილური და ელექტრონული სახელმწიფო სერვისების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტის, საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების მართვის მიმართულებით. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების, სამოქალაქო, კომერციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში თანამშრომლობას. მემორანდუმის გაფორმებამდე რატი ბრეგაძემ ავსტრიელ კოლეგა ალმა ზადიჩთან ქართულ-ავსტრიული სამართლებრივი ფორუმის დაფუძნების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ყოველწლიურად მონაცვლეობით საქართველო და ავსტრია უმასპინძლებს. საუბარი შეეხო სტუდენტების გაცვლითი პროგრამების წახალისებასაც, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მტკიცებულებებსა და კვლევა-ანალიზზე დაფუძნებულ სამართალშემოქმედების პროცესს. რატი ბრეგაძემ ავსტრიელ კოლეგას უწყების პრიორიტეტებიც გააცნო, რაც სამინისტროს 10-წლიანი განვითარების სტრატეგიაში არის ასახული. ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების, ეფექტიანი სამართალშემოქმედების პროცესის, საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. რატი ბრეგეძემ ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ამოქმედდება სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის სწრაფად და ხარისხიანად წარმართვას უზრუნველყოფს. პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერების კიდევ ერთი სფერო ორმხრივი სამართლებრივი ურთიერთობები იქნება. შეხვედრას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრები და ავსტრიაში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)