2022-11-03 21:01:09, 1777 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - არ მივიღებთ მონაწილეობას G20-ის სამიტში, თუ პუტინი იქ დაგვხვდება
არ მივიღებთ მონაწილეობას G20-ის სამიტში, თუ პუტინი იქ დაგვხვდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა მოახლოებული სამიტისთვის ემზადება.
„ჩემი პირადი და უკრაინის პოზიციაა, რომ თუ რუსეთის ფედერაციის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას, მაშინ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას. დღეს ისევ დაგვპატიჟეს. ვნახოთ, რამდენიმე დღე დარჩა". - ნათქვმია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,