2022-11-03 19:03:16, 1614 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის ტყვეობიდან 107 უკრაინელი მებრძოლი გათავისუფლდა, მათ შორის „აზოვსტალის“ მცველები
უკრაინამ ოკუპანტებისგან 107 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლა, მათ შორის „აზოვსტალის" მცველები. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, გათავისუფლებულია 6 ოფიცერი.
"განხორციელდა ტყვეების მორიგი გაცვლა, უკრაინამ ოკუპანტებისგან 107 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლა. გათავისუფლებულია 6 ოფიცერი". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,