14:30 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 17:33:43, 1095 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - ნებისმიერი რამ, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ დააყენებს, სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს

პოლიტიკური პოლარიზაციისა და პოლიტიკური დევნის არსებობაც კი, ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ნებისმიერი რამ, რაც ამას საფრთხის ქვეშ დააყენებს, სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს,- ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, მმართველი გუნდის ლიდერებმა საპარლამენტო არჩევნების წინ დადეს პირობა, რომ გადადგამდნენ უმნიშვნელოვანეს ნამიჯებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე.

“შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი გააკეთა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართველი ხალხის მკაფიო გადაწყვეტილების მხარდაჭერისა, უსაფრთხო და პერსპექტიული დემოკრატიული სახელმწიფოს მისაღწევად. მიუკერძოებელი სასამართლოს მნიშვნელობა ამ მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. პოლიტიკური პოლარიზაციისა და პოლიტიკური დევნის არსებიბაც კი, ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. მმართველი გუნდის ლიდერებმა ეს დაპირება მოსახელობას არჩევნების წინ მისცეს - გადადგამდნენ უმნიშვნელოვანეს ნამიჯებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. ნებისმიერი რამ, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს ან ხელს შეუშლის ამას, სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს”,-განაცხადა დეგნანმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics