08:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 15:02:04, 948 ნახვა

პოლიტიკა
ქვეყნის მთავარ შრომის ინსპექტორს, ბექა ფერაძეს პარლამენტში უსმენენ

ქვეყნის მთავარ შრომის ინსპექტორს, ბექა ფერაძეს, პარლამენტში უსმენენ. შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი დეპუტატებს უწყების 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

ანგარიში მოიცავს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ  2021 წელს ჩატარებული ინსპექტირების შედეგებს, როგორც უსაფრთხოების, ისე უფლებების დაცვის მიმართულებით.

ასევე, ინფორმაციას 2021 წელს განხორციელებული ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ანგარიშის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით 31%-ით არის შემცირებული სამუშაო ადგილებზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა. 

უსაფრთხოების მიმართულებით, 2021 წელს განხორციელდა 1074 ინსპექტირება  - 446 ობიექტზე.

შრომის ინსპექციის სამსახურს, 2021 წელს მიენიჭა სრული მანდატი შრომით ნორმებზე ზედამხედველობის   კუთხით. ამ  მიმართულებით,  ჩატარდა 327 ინსპექტირება, 249 ობიექტზე, ჯამში, 1 წლის განმავლობაში ზედამხედველობა შეეხო 15000 მდე დასაქმებულ პირს.

2021 წელს, შრომის ინსპექციის სამსახურმა განახორციელა 58 830 აქტივობა, 13 612 ობიექტზე, მათ შორის იყო კოვიდ19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები.

შრომის ინსპექციის სამსახური, ოფიციალურად გახდა შრომის ინსპექციის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. რაც მნიშვნელოვანი შედეგია სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით.

2021 წელს, არაერთი აქტივობა განხორციელდა ცნობიერების ამაღლების კუთხითაც. შრომის ინსპექციის უშუალო ჩართულობით ჩატარდა 25 ტრეინინგი 1200მდე პირისთვის, გაიმართა 180 შეხვედრა 9000-მდე დასაქმებულისთვის, საკუთარი შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების შესახებ, დასაქმებულთა ინფორმირების მიზნით, განხორციელდა საინფორმაციო კამპანია, როგორც სატელევიზიო ისე სოციალურ მედიაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics