|
2022-11-03 14:15:22, 1725 ნახვა
ეკონომიკა
ახალი ბიზნესის რეგისტრაცია „თიბისი“ ფილიალებში უკვე საქართველოს რეგიონებშიც შეგიძლიათ
„თიბისი“ მეწარმეებს, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, კომპანიის რეგისტრაციის გამარტივებულ გზას სთავაზობს. უკვე შესაძლებელია კომპანიის დარეგისტრირება საქართველოს შემდეგ ქალაქებში მდებარე „თიბისის“ ფილიალებში: გორი, ბათუმი, ქუთაისი. ხოლო თბილისის 50 ფილიალში კომპანიის რეგისტრაცია 2022 წლის დასაწყისიდან არის შესაძლებელი. „თიბისის“ მისიაა გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება, ეს ინიციატივაც სწორედ ამ მისიას ემსახურება. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს ძალიან მარტივ პროცესს - ბანკში ერთი ვიზიტით შესაძლებელი ხდება როგორც ბიზნესის დარეგისტრირება, ისე ანგარიშის გახსნა და სხვა ფინანსური თუ არა ფინანსური ოპერაციების განხორციელება,“ - ვეფხია ლომინაშვილი, „თიბისის“ ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი. „თიბისის“ ფილიალში მისულ თვითდასაქმებულს თუ კომპანიის წარმომადგენელს, დახვდებათ კვალიფიციური, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ბიზნეს გიდი, რომელიც დაეხმარებათ მათ კომპანიის რეგისტრაციაში. გარდა ამისა, ბიზნეს გიდი საბანკო და არა ფინანსურ პროდუქტებსა თუ პროცესებსაც გააცნობს, რაც მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის უკეთ წარმართვაში და შემდგომ განვითარებაში დაეხმარებათ. თუკი აქამდე, მეწარმეების დროის დიდი ნაწილი კომპანიის რეგისტრაციაზე, საოპერაციო პროდუქტებზე, სესხებზე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას ეთმობოდა, ახლა უკვე ამ ფუნქციას ბიზნეს გიდები შეითავსებენ, რომლებმაც „თიბისიში“ სპეციალური გადამზადება გაიარეს. ეს კი მომხმარებელს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)