|
2022-11-03 13:33:17, 1425 ნახვა
ეკონომიკა
ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელების მიზნით, საქართველოს სომხეთის ვაზისა და ღვინის ფონდის დელეგაცია ეწვია
ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელების გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით, საქართველოს სომხეთის ვაზისა და ღვინის ფონდის დელეგაცია ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. 2021 წელს, პროგრამა რაჭა-ლეჩხუმისა და კახეთის რეგიონებში დასრულდა; ამ ეტაპზე, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მიმდინარეობს. ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება სომხეთშიც ხორციელდება. „ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ სტუმრებს საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამის ძირითადი მიღწევები და გამოწვევები გააცნო; შეხვედრაზე განხილული იყო ვენახების კადასტრთან დაკავშირებული საკანონმდებლო ასპექტები. აღნიშნულ თემაზე კერძო სექტორის პოზიციის გასაცნობად, დელეგაციის წევრები კახეთის რეგიონში ღვინის მარნებს ესტუმრნენ. ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. იგი უზრუნველყოფს რთველის პროცესის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ყურძნისეული პროდუქტების ხარისხსა და მიკვლევადობას. სომხური დელეგაციის ვიზიტი განხორციელდა „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამის ხელშეწყობით, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)