13:48 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 09:05:36, 1470 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა, რუსული აგრესიის წარუმატებლობაზე მიანიშნებს

რუსული „სპეციალური ოპერაციის“ რვა თვის შემდეგ, კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, ეს გვიჩვენებს რუსული აგრესიის წარუმატებლობას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, გაერო-მ და პირადად, გენერალურმა მდივანმა მნიშვნელოვანი და ეფექტური რეაგირება მოახდინეს.

„მოქმედებდა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც. დროული და სამართლიანი რეაგირება მოახდინეს საერთაშორისო ურთიერთობების სხვა წამყვანმა სუბიექტებმაც. ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ჩვენს რეგიონში გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის მხოლოდ ერთი საფრთხე არსებობს, ეს არის რუსეთის ფედერაცია, სხვა არავინ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, თურქეთის პრეზიდენტთან მარცვლეულის დერეფნის, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ყირიმის პლატფორმის მუშაობაზე, უკრაინელი სამხედრო ტყვეების და პოლიტპატიმრების დაბრუნებაზე ისაუბრა.

„დეტალურად ვისაუბრეთ ასევე, რუსეთის მუდმივ პროვოკაციებზე, ირანულ დრონებზე, რუსული არმიის სარაკეტო დარტყმებზე. მაგალითად, დღეს დილით რუსულმა თვითმფრინავმა საკრუიზო რაკეტები გაუშვეს ზმეინოეს მახლობლად და ისინი ფაქტობრივად გადაფრინდნენ მარცვლეულის დერეფნის მარშრუტებზე. ყოველი ასეთი რუსული გაშვება, რაც თითქმის ყოველდღიურად ხდება, პირდაპირ საფრთხეს უქმნის სურსათის ექსპორტს. პარტნიორების პასუხისმგებლობაა ერთობლივად იმუშაონ რუსული საფრთხის შესამცირებლად“,- განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, როცა რუსეთი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს ეს რუსული აგრესიის წარუმატებლობაზე მეტყველებს,

„ალბათ, მოისმინეთ, კრემლში ჰყვებიან, რომ უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს. ასეთი განცხადებების განხილვისთვის ღირს ერთი წუთით შეჩერება. 252 დღის წინ რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რუსული „სპეციალური ოპერაციის“ რვა თვის შემდეგ, კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ეს მართლაც საოცარი ცვლილებებია. ეს გვიჩვენებს როგორც რუსული აგრესიის წარუმატებლობას, ასევე იმას, თუ რამდენად ძლიერები ვართ, როცა ერთიანობას ვინარჩუნებთ“- დასძინა ზელენსკიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics