09:42 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 13:07:02, 4699 ნახვა

პოლიტიკა
ვახო სანაია - ნიკა გვარამია იქნება თავისუფალი იმ ბორკილებისგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაადო

ნიკა გვარამია იქნება თავისუფალი იმ ბორკილებისგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაადო, - ასე გამოეხმაურა "ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებაზე.

როგორც სანაიამ განაცხადა,რეჟიმთან ბრძოლა და წინააღმდეგობის გაწევა არის არსებითად მნიშვნელოვანი და მას სწამს, რომ ნებისმიერი აქტიურობა საბოლოოდ გამოიღებს შედეგს.

"ხელისუფლება მარწუხებს უფრო მოუჭერს თუკი არ იქნება ჩვენი წინააღმდეგობა.ჩვენი წინააღმდეგობა არის ძალიან მნიშვნელოვანი,აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი,არაფერი არ იკარგება,ნებისმიერ აქტიურობას საბოლოოდ აქვს ფასი.ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ რა რეჟიმის პირობებში გვიწევს ცხოვრება და გადარჩენისთვის ბრძოლა,ყველანაირი ილუზიები უნდა იყოს გვერდით გადადებული და ჩვენ მუდმივად უნდა ვმოქმედებდეთ,ნიკა გვარამია იქნება თავისუფალი ეს არის გარდაუვალი,მაგრამ ამას სჭირდება ჩვენი თავდაუზოგავი ბრძოლა,ეს ბრძოლა კი დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით" - განაცხადა სანაიამ.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება , რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics