22:27 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 10:39:11, 1219 ნახვა

სამართალი
ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.  აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ქალაქ ხაშურსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში 2 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა. 

ქალაქ ხაშურში, უკანონო სახერხ საამქროსთან ერთად, მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში განთავსებული იყო წიწვოვანი სახეობის 11 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). სოფელ ხცისში, მოქალაქეს საკარმიდამო ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე განთავსებული იყო  წიწვოვანი სახეობის 9 ერთეული მორი, 15 ერთეული ნახევრად დამუშავებული მორი, 2 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელაკი)  და 100 ერთეული ე.წ. პადონი.  

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდევანში, ლენტური ტიპის სახერხ საამქროსთან ერთად, გამოვლინდა წიწვოვანი სახეობის 10 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 5,60 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი. 

ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 70 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ასევე, გამოვლენილია სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 525 ფაქტი. დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს ბრძოლას უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ  და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics