2022-11-01 21:57:09, 1224 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში სროლისას რეპერი Takeoff მოკლეს
შეერთებულ შტატებში სროლას ცნობილი რეპერი, ჯგუფ Migos-ის წევრი Takeoff ემსხვერპლა. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათივე თქმით, წვეულებაზე კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
დაპირისპირება ჰიუსტონის ერთ-ერთ ბოულინგ კლუბში მოხდა, სადაც მოთამაშეებს შორის დაწყებული კონფლიქტი სროლაში გადაიზარდა.
ჰიპ-ჰოპ ბენდი Migos შტატ ჯორჯიაში რეპერებმა Takeoff, Offset და Quavo 2008 წელს დაარსეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,