10:24 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 11:51:37, 1247 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაძე - კალაძის მხრიდან ჩვენ მოქალაქეების ქონების ფლანგვა გრძელდება, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გრძელდება თბილისი მერის მხრიდან, ჩვენ მოქალაქეების ქონების ფლანგვა, - თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ მოპოვებულია დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ კახი კალაძის ხელმოწერით ჩამორიგებულ თბილისელების კუთვნილ მიწის ნაკვთებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობის სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. 

"მანამ სანამ კალაძე გაურბის საკრებულოში მოსვლას, ამასობაში გრძელდება თბილისი მერის მხრიდან, ჩვენ მოქალაქეების ქონების ფლანგვა. ამაზე უკვე საუბრობს არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ ამ წუთებშიც, მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობის სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება. გამოძიება ეხება მილიონობით ლარის, თბილისელების ქონების გაფლანგვას და ყველა ძირითად დოკუმენტზე ხელმომწერი არის კახა კალაძე. ის ამ ფაქტს უარყოფს, ჩვენ ხელში გვიჭირავს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც წერია რომ ამ წუთებშიც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე",- განაცხადა ნადირაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics