10:23 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 11:41:28, 1310 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ივანიშვილმა ბევრი სიკეთე გააკეთა ქვეყნისთვის, ამაზე წიგნებიც არის გამოცემული, შეგიძლიათ ისარგებლოთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს და 12-პუნქტიან გეგმას აუცილებლად შეასრულებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღებს თუ არა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს. 

„რა თქმა უნდა,  „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც იყო წარმოდგენილი, შესრულდეს. ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის ძალიან  მნიშვნელოვანია ის, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ რთულ და მნიშვნელოვან - ევროინტეგრაციის გზაზე. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო რეფორმა განხორციელდა. დღეს, გვაქვს შესასრულებელი 12-პუნქტიანი გეგმა და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერმა. 
 
ამასთან, კახა კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა საქართველოს და მის სახელს არაერთი პროექტი უკავშირდება.

„ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ამ ქვეყნისთვის, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა ჩვენს ქვეყანას, მაშინაც კი, როდესაც თქვენი ხელისუფლება იყო მმართველობაში, უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. ეს არის სკოლების და საბავშვო ბაღების მშენებლობა, ეს არის სამხედრო ბაზების მშენებლობა, უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია, განახლება. არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ამასთან დაკავშირებით წიგნებიც არის გამოცემული, შეგიძლიათ ისარგებლოთ, ნახოთ, დაინტერესდეთ და სრულყოფილი ინფორმაცია გექნებათ თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ის არის ქველმოქმედი, მეცენატი და ღირსეული, პატრიოტი, ამ ქვეყანაზე და ხალხზე შეყვარებული ადამიანი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics