|
2022-11-01 11:07:46, 2273 ნახვა
სამხედრო
კაპრალი თემურ დადიანი პარამკლავჭიდში ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონია
ავღანეთში დაჭრილმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა თემურ დადიანმა პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა. ამ გამარჯვებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურე ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კაპრალმა თემურ დადიანმა ორივე ხელის კატეგორიაში გაიმარჯვა. მარცხენა ხელის ფინალში მან ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა, ხოლო მარჯვენა ხელში - უკრაინელი. მსოფლიოს პარამკლავჭიდის ჩემპიონატი თურქეთში, ქ. სტამბოლში ჩატარდა, რომელშიც 54 ქვეყანა მონაწილეობდა. თემურ დადიანი გინესის ორგზის რეკორდსმენია და წარმატებით ასპარეზობს პარასპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე 2011 წელს, ISAF–ის მისიის ფარგლებში, ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)