18:39 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 22:17:05, 1434 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენმა ზელენსკის ხმის აწევით უთხრა, რომ ის მადლიერი უნდა იყოს დახმარებისთვის - NBC News

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ერთ-ერთი ივნისის სატელეფონო საუბრისას „ხმას აუწია“, როდესაც ზელენსკიმ აშშ-ს სთხოვა კიევისთვის მეტი იარაღი მიეწოდებინა. ამის შესახებ, ამერიკული ტელეკომპანია NBC News წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, ბაიდენმა ზელენსკის საუბრის დასაწყისში განუცხადა, რომ მან ახლახან დაამტკიცა უკრაინის დახმარების კიდევ ერთი მილიარდი დოლარის ტრანში, რის შემდეგაც ზელენსკიმ დაიწყო საჭირო იარაღის ჩამოთვლა, რომელიც კიევმა ითხოვა, მაგრამ ჯერ არ მიუღია.

ამგვარმა სიტყვებმა, NBC News-ის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტი „გააბრაზა“. ბაიდენმა, „ხმის ამაღლებით“ უთხრა თავის თანამოსაუბრეს, რომ მას შეეძლო მეტი მადლიერება გამოეხატა გაწეული დახმარებისთვის, რადგან ამერიკელი ხალხი „ყოველ შემთხვევაში ძალიან გულუხვი იყო“, ხოლო თეთრი სახლი და პენტაგონი „ბევრად ეფექტურად მუშაობდნენ“ უკრაინის დასახმარებლად. .

ამ საუბრის დაწყებამდე, წერს NBC News, რამდენიმე კვირის განმავლობაში თეთრ სახლში მზარდი უკმაყოფილება იყო იმის გამო, რომ ზელენსკი თავის საჯარო გამოსვლებში ყურადღებას ამახვილებდა მხოლოდ იმაზე, რაც არ გაკეთებულა უკრაინის დასახმარებლად - მაშინ, როცა თავად ვაშინგტონში ჩინოვნიკებს სჯეროდათ, რომ აკეთებდნენ ყველაფერს, რაც მათ შეუძლიათ.

ამ საუბრის შემდეგ ზელენსკიმ საჯარო განცხადება გააკეთა და მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს „კეთილშობილი დახმარებისთვის“. მას შემდეგ პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა მხოლოდ გაუმჯობესდა, წერს NBC News.

აშშ-ში შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა კევინ მაკკარტიმ ოქტომბრის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ თუ მისი პარტია კონგრესზე კონტროლს მოიპოვებს, უკრაინის დახმარება შეიძლება შემცირდეს. ამავდროულად, აშშ-ს ნაკლები მაცხოვრებელს აწუხებს ომში რუსეთის შესაძლო გამარჯვებია - მაისის შემდეგ ეს მაჩვენებელი 55-დან 38% -მდე დაეცა.

შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების კუთხით უდავო ლიდერია. ოქტომბრის ბოლოს ის 27,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ეს ოთხნახევარჯერ მეტია, ვიდრე გაერთიანებული სამეფოს (3,7 მილიარდი) და ევროკავშირის (2,5 მილიარდი) დახმარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics