|
2022-10-31 21:11:19, 1552 ნახვა
პოლიტიკა
პუტინი - მადლიერი ვარ ალიევის შეფასებისთვის, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონფლიქტის დარეგულირებაში
მადლიერი ვარ ალიევის შეფასებისთვის, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონფლიქტის დარეგულირებაში. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს უნდა ისაუბრონ არსებულ ვითარებაზე და გამონახონ გზები ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად. „მადლობა, რომ ჩამოხვედით სოჭში. როგორც ვხედავ, ამ შეხვედრის მიზანი არის 2020-2021 წლებში მიღწეული შეთანხმებების შესრულება. თქვენ რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონფლიქტის დარეგულირებაში და ახლა ჩვენი სამშვიდობო კონტინგენტი საკუთარ მისიას ასრულებს, როგორც უნდა აკეთებდეს. თქვენი შეფასებებისთვის მადლიერი ვარ. დღეს კი უნდა ვისაუბროთ არსებულ სიტუაციაზე და გამოვნახოთ გზები იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსნეებთ, რომ ვლადიმერ პუტინი ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)