|
2022-10-31 16:22:08, 1548 ნახვა
ეკონომიკა
ვაშლის მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს
მიმდინარე წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი 120 ათას ტონას აღემატება ძირითადად, ეს არის შიდა ქართლის რეგიონი, სადაც ვაშლის მოსავლის 70% იწარმოება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან. 30 ოქტომბრის მდგომარეობით, გადამმუშავებელი კომპანიების მიერ, მიღებულია 35,467 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი, რის შედეგადაც ფერმერებმა 8,6 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 3,5 მლნ ლარს აღემატება. არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა საშუალებას აძლევს ფერმერებს, მათთვის მისაღებ ფასად ჩააბარონ დაბალხარისხიანი ვაშლი. ამავე დროს, ხელს უწყობს ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია, მეტწილად, ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება. სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ქალაქ გორში საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს. არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში 15 გადამამუშავებელი საწარმოა ჩართული შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის, გაიცემა მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის მიღებისა და გადამუშავების მიზნობრიობით. დარგის განვითარებისთვის, გრძელდება ევროპული ტიპის ბაღების გაშენება, რომელზეც მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე იზრდება. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს განაცხადების მიღება განახლდა. 2022 წლის 1-ლი აგვისტოდან 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 1 257 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 814 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)