|
2022-10-31 12:55:59, 2010 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დანიაში საქმიანი შეხვედრები გამართა
რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სკანდინავიის ერთ-ერთ უმსხვილეს მოგზაურთა ასოციაციის "PATA" საერთაშორისო ვორქშოპზე იყო წარმოდგენილი. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში უწყების მენეჯმენტმა ბიზნეს შეხვედრები დანიისა და შვედეთის 200-მდე ტურისტული კომპანიისა და ტურისტული სექტორის მთავარ მოთამაშეებთან გამართა. B2B შეხვედრებზე კომპანიებისთვის აჭარისა და ზოგადად საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების შეთავაზება მიმდინარეობდა. “მნიშვნელოვანია ევროპულ ბაზრებზე ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაცია. ამ შემთხვევაში, დანიის სამეფოში გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ როგორც ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების საჭიროება, ისე დანიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და დანიელი ტურისტების საქართველოში მოგზაურობის სტიმულირება. ტურისტულ კომპანიებთან და ასოციაციებთან ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება საქართველო აისახოს მათ ტურისტულ პაკეტებში, რათა სკანდინავიელი ტურისტებისთვის მოხდეს საქართველოს ტურისტული მიმართულების შეთავაზება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ. დანიაში გამართულ ვორქშოპს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად ესწრებოდა საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში ნათელა მენაბდე. ბიზნეს შეხვედრები ორი დღის განმავლობაში დანიის ორ ქალაქში კოპენჰაგენსა და ორჰუსში მიმდინარეობდა. მასში 20 ქვეყნის ტურისტული კომპანიის, ავიაკომპანიისა და ტურისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)