10:25 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-29 12:33:21, 1510 ნახვა

სამართალი
შსს-მ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში ერთი პირი - 1961 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება ედება.

მათივე ცნობით, დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "ბრაუნინგის" ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 1 ვაზნა.

პოლიციამ თბილისში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს: კუსტარული წესით გადაკეთებული პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. "აბრეზი", საბრძოლო შაშხანა, "ვინჩესტერის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიამფრქვევის დეტალი, 6 სანადირო თოფი, სხვადასხვა ტიპის 7 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 მჭიდი, 8 ამფეთქი ფალია და 2 დეტონატორი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1380 ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო ტრამპმა ნორვეგია „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
ლულა და სილვამ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი ხელახლა დაიკავა
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics